მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

იგავი სამოთხეში შესვლაზე

 

მოკვდა ადამიანი. მას ძაღლი გვერდით მიუწვა და ისიც მოკვდა.

ადამიანის სული კარიბჭესთან აღმოჩნდა, რომელსაც “სამოთხე" ეწერა.

მის გვერდით ძაღლის სული იდგა.

კარიბჭეზე კიდევ ერთი წარწერა იყო: “ ძაღლით შემოსვლა აკრძალულია!"

არ შევიდა კარიბჭეში ადამიანი და გზა გააგრძელა.

მიდის და მეორე კარიბჭე დაინახა, რომელზეც არაფერი არ ეწერა და მხოლოდ მოხუცი იჯდა შესასვლელთან.

- მაპატიეთ, პატივცემულო...

- მე, პეტრე ვარ.

- ამ კარს მიღმა რა არის?

- სამოთხე.

- ძაღლთან ერთად შესვლა შეიძლება?

- რა თქმა უნდა.

- აბა იქ რომ კარი იყო...

- ის ჯოჯოხეთის კარი იყო. სამოთხემდე მხოლოდ ის მოდის, ვინც მეგობარს არ ტოვებს, საკუთარი გამორჩენის მიზნით.