მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

ფეხსაცმლის კერვის იდეა

 

უხსოვარ დროში, ერთხელ, ერთი ქვეყნის მეფე ძალიან გაბრაზდა, რომ მყარი მიწა ფეხებს უზიანებდა და ბრძანა, რომ მთელი სამეფოს მიწა ხარის ტყავით დაეფარათ, ისევე როგორც სასახლეში იყო.

მეფის მასხარამ სიცილი დაიწყო, როდესაც მეფემ თავისი გადაწყვეტილების შესახებ უამბო.

— თქვენო უდიდესობავ, ამხელა ხარჯი რისთვის უნდა გაიღოთ? საჭიროა მხოლოდ ორი პატარა ტყავი გამოჭრათ, თქვენი ფეხების დასაცავად!

მეფემ გაითვალისწინა მისი რჩევა. ასე გაჩნდა ფეხსაცმლის კერვის იდეა.

მორალი: თუ ყველა საკუთარი გარემოს გაუმჯობესებაზე და გალამაზებაზე იზრუნებს, მთელი ქვეყანა გალამაზდება.