მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

ფერეიდანის "საქართველო"

 

 

ფერეიდანში ქალაქ მარტყოფის რაიონში 100000-მდე, კომპაქტურად დასახლებული ქართველი ცხოვრობს, მათი წინაპრები 500 წლის წინ გადაასახლა შაჰ-აბასმა.

ფერეიდანში მკაცრი კლიმატური პირობებია, მიუხედავად ამისა ქართველებმა არე-მარე სამოთხედ აქციეს, იმდენად მკაცრი პირობებია რომ, ზამთარში მიწაში მარხავენ ნარგავებს.

ამ ქართულ დასახლებაში არ არსებობს სპეკულაცია, გამარჯობას არავინ გეტყვის თუ გაყიდი პროდუქტს, რაც შენ არ მოგიწევია, არ არსებობს მევახშეობა, გარყვნილების რაიმე ფორმაზე ხომ საუბარი ზედმეტია და ა.შ.

ფერეიდანელი ქართველები დიდი ავტორიტეტით სარგებლობენ. ყველა ცდილობს მათთან ბიზნეს პარტნიორობას, რადგან დაცულად გრძნობენ თავს.

ირანში დიდ პატივს სცემენ ომში დაღუპულ მეომრებს განსაკუთრებული გმირული საქციელებისათვის.

შენარჩუნებულია ყველა უძველესი ქართული ტრადიცია ქორწინების, სამეზობლო ურთიერთობების, მეგობრობის, ნათესავობისა და სხვა.

ქალები 500 წლის მანძილზე არ სწავლობდნენ ირანულ ენას ბავშვები ქართულ ენაზე რომ აღეზარდათ უახლეს წარსულშიც კი ქალბატონებს ბაზარში ირანულის მცოდნე მამაკაცები მიჰყვებოდნენ.

ირანში მცხოვრებ ქართველებზე გამაოგნებელი გმირული ისტორიები არსებობს, მათ ცხოვრებაში ყველაფერი დაკავშირებულია საქართველოს სიყვარულთან ქართულ ენასთან და სხვა.

მოკლედ ფერეიდანის მარტყოფის რაიონში პოლიციას და პროკურატურას საქმე არ აქვს, რადგან დანაშაული არ ხდება. ფერეიდანელი ქართველები არც მუსლიმები არიან და არც ქრისტიანები. რიტუალური თვალსაზრისით, მათი რელიგია ქართველობაა, ასე გადარჩნენ ეს დიდებული ერის შვილები.

ფერეიდანის, ქალაქ მარტყოფის ქართული დასახლება იუნესკომ აღიარა პლანეტაზე ყველაზე მშვიდ და ცივილიზებულ ხალხად.

მათი მისალმება და დამშვიდობება "ღმერთს ებარებოდეთ"-ი გამოიხატება.