— კარგად ხარ მომავალო დედიკო? - იკითხა არწივმა.
გაკვირვებულმა ქალმა თვალებში შეხედა ფრინველთა მეფეს, - მეშინია, ბავშვი მალე დაიბადება და მე კი ბევრი რამ არ ვიცი... მინდა, მას ყველაფერი საუკეთესო შევთავაზო, რათა მისი ცხოვრება მარტივი და მშვიდი იყოს... მაგრამ როგორ გავიგო, რომ მას საუკეთესოდ ვზრდი?
— გეთანხმები ბავშვის აღზრდა ადვილი არ არის. მაგრამ ჩემო ძვირფასო საქმე მისთვის კომფორტული ცხოვრების შეთავაზებაში არ არის. პირიქით, ხშირად საპირისპიროა საჭირო. როდესაც ჩემი პატარები გამოიჩეკებიან ხოლმე, ბუდე სავსეა ბუმბულითა და რბილი ფოთლებით, მათ აქვთ თბილი თავშესაფარი, სადაც მათ შეუძლიათ თავი დაცულად იგრძნონ. მაგრამ როდესაც ფრენის სწავლის დრო დგება, ყველაფერს წავართმევ. მე მხოლოდ მშრალ ტოტებს ვტოვებ ეკლებით.
ქალმა წარბები შეჭმუხნა, დაბნეულმა იკითხა: ეკლები? რატომ უკეთებ ასეთ რამეს შვილებს?
- იმიტომ, რომ ეს მათ ცვლილებებისკენ უბიძგებს. თუ ბუდე კომფორტული დარჩება, ისინი არასდროს გაფრინდებიან... პირიქით, თუ დედის მიერ შეთავაზებული ბუდე მათთვის არაკომფორტული და შემაწუხებელიც კი გახდება, ეს მათ ახალი პოზიციისკენ უბიძგებს, აღმოაჩინონ საკუთარ თავში არსებული ძალა. კომფორტი არაფერს ასწავლის პატარას.
ქალი ჩაფიქრდა. აშკარად ჩანდა რომ, მაინდამაინც არ ეთანხმებოდა მის სიტყვებს.
— და რომ დაეცნენ, რას აკეთებ მაშინ?
- მე მათ სრულ თავისუფლებას ვაძლევ..
თავდაპირველად ისინი ვარდებიან, ქარი მათ ატრიალებს. მაგრამ მე იქ ვარ, მივდივარ, კლანჭებით ვიჭერ და ისევ ვუშვებ ჰაერში, შემდეგ ისევ ვტოვებ. ამას ვიმეორებ მანამ, სანამ არ მიხვდებიან, რომ საკუთარი ფრთების გამოყენებაა საჭირო. და როდესაც ისინი ამას მოახერხებენ, მე მათ ფრენის საშუალებას ვაძლევ, თავისუფლად გავუშვებ.
— ანუ თქვენ ყოველთვის არ იცავთ მათ?
- არა. მე მათ ჩემზე დამოკიდებულებას არ ვასწავლი. ჩემმა პატარებმა უნდა ისწავლონ, რომ ძლიერები იყვნენ, ჩემს გარეშე ბრძოლა უნდა ისწავლონ, რომ გადარჩნენ. თუ მათ სამუდამოდ ბუდეში დავტოვებდი, ეს მხოლოდ დაასუსტებს მათ. ჩემი მოვალეობაა, ისინი დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის მოვამზადო და არა ჩემს გვერდით ცხოვრებისთვის.
ქალი საკუთარ მუცელს მოეფერა.
— მაშ, შენ მეუბნები, რომ უნდა მივცე ჩემს შვილს სირთულეების წინაშე დგომის უფლება?
დედა არწივმა თავი დაუქნია.
— რა ვერ გაიგე ადამიანო?... ყველაზე ძვირფასი საჩუქარი, რაც შეგიძლია მას აჩუქო, ძალაა, საკუთარი თავის რწმენა. დაე, შენი შვილები სამყაროს მკაცრი კანონების წინაშე აღმოჩნდეს მარტოდმარტო! გაუშვი, გაფრინდეს იგი შენგან ქალო!
ნელ-ნელა ჩასწვდა ადამიანი ველურ ბუნებაში მცხოვრები ფრინველის სიტყვებს... მადლიერებით შეხედა დედა არწივს და გაუღიმა.
- გმადლობთ. ჩაიჩურჩულა მან - შენი რჩევა საუკეთესო საჩუქარია. დაემშვიდობა და ჩაფიქრებული დაადგა გზას. მან უკვე იცოდა რა და როგორ უნდა გაეკეთებინა, შვილის სწორი აღზრდისთვის. არწივთან საუბრის შემდეგ გადაწყვიტილება მიიღო. ის უნდა გამხდარიყო დედა, ზუსტად ისეთი, როგორიც მის შვილს სჭირდებოდა, გამბედაობის, თვითდაჯერებულების და საკუთარი თავის იმედად მყოფ ადამიანად გაზრდაში. ის უნდა გახდეს დედა რომელიც გაბედულად და უყოყმანოდ გაუშვებს შვილს "ბუდიდან". მანამდე კი ასწავლის ბრძოლას, დამოუკიდებლობას და სიმამაცეს.
ასეა, ასე ჩემო კარგებო, თუ გსურთ, რომ თქვენმა შვილმა მაღლა ფრენა ისწავლოს... ნუ გააკეთებთ ყველაფერს მისთვის. ნუ დატოვებთ მას თქვენს მიერ აშენებულ ბუდეში, ნუ უზრუნველყოფთ კომფორტით.
არწივები თავიანთ ნაშიერებს ბუდიდან "ჰყრიან ", რაც მათ ეკლებთან შეჯახებას აიძულებს, რადგან იციან, რომ მხოლოდ ამ გზით აღმოაჩენენ, რომ საკუთარი ფრთები გააჩნიათ. ფრთები, რომელსაც ფრენა შეუძლია. ნუ შეგეშინდებათ მათი დაცემის ხილვის. არწივის მსგავსად, შენც იქ იქნები, რათა დაეხმარო მათ ადგომაში. მაგრამ ნურასოდეს, ნუ დატოვებთ, მათ სამუდამოდ თქვენი მფარველობის ქვეშ. დაე, ისინი ქარის, ქარიშხლების პირისპირ მარტოდმარტო დარჩნენ.
ჭეშმარიტი სიყვარული არ ნიშნავს მათ დაცვას ყველა სირთულისგან, არამედ მათ მომზადებას ცხოვრების სიძნელეებისთვის დედიკოებო. და მაშინაც კი, თუ ეს მათი დაცემის, ტკივილის და ტანჯვის ხარჯზე მოხდება..
მე ვიცი რომ გეტკინება, ვიცი აუტანელი იქნება შენთვის, მაგრამ გაუძელი...
მიეცით მათ საშუალება იპოვონ თავიანთი გზა. თუნდაც წაბორძიკდნენ, თუნდაც შეცდომები დაუშვან, თუნდაც მრავალჯერ ცხვირ-პირი წაიმტვრიონ. მხოლოდ, ასე ისწავლიან ისინი დამოუკიდებლად ფრენას.