24 წლის ბიჭმა, რომელსაც მატარებლის ფანჯრიდან თავი ჰქონდა გადმოყოფილი დაიძახა:
- მამიი, ნახე ხეები უკან-უკან მიდიან. მამას გაეღიმა. იქვე, შეყვარებული წყვილი გაკვირვებული უყურებდა ბიჭის ასეთ ქცევას...
ბიჭმა ისევ დაიძახა: - მამიიი, ნახე ღრუბლები ჩვენთან ერთად მოდიან.
შეყვარებულმა წყვილმა ჩუმად, დამცინავად ჩაიცინა... და მამას უთხრა:
- რატომ არ მიგყავთ თქვენი შვილი ვინმე კარგ ექიმთან კარგ საავადმყოფოში? - და ისევ ჩაიცინა...
- იცით, ახლა ზუსტად საავადმყოფოდან მოვდივართ. ნიკა დაბადებიდან ბრმაა. მხოლოდ ახლა, დიდი შრომის შედეგად აუხილეს ექიმებმა თვალი და პირველად ხედავს სამყაროს..
დაფიქრდი სანამ განსჯი!>