მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

რა არის ცხოვრების აზრი?

 

ერთხელ მოსწავლემ ჰკითხა მასწავლებელს: «მასწავლებელო, რა არის ცხოვრების აზრი?»

– ვისი? – ჰკითხა მასწავლებელმა.

მოსწავლე ცოტა დაფიქრდა და უპასუხა: საერთოდ, ადამიანის ცხოვრების.

მასწავლებელმა ღრმად ამოისუნთქა, ხოლო შემდეგ უთხრა მოსწავლეებს: შეეცადეთ კითხვას უპასუხოთ…

ერთმა მოსწავლემ თქვა: იქნებ, სიყვარული?

– ცუდი არ არის, – თქვა მასწავლებელმა, – მაგრამ, ნუთუ სიყვარული საკმარისია იმისთვის, რომ სიცოცხლის ბოლოს თქვა: «ტყუილად არ მიცხოვრია»?

მაშინ მეორე მოსწავლემ თქვა: ჩემი აზრით, ცხოვრების აზრი ის არის, რომ შენს შემდეგ, რამე დატოვო, საუკუნის მანძილზე. როგორც, მაგალითად, თქვენ, მასწავლებელო!

–აი, ეს მესმის, – გაეღმა მასწავლებელს, – კარგად რომ არ გიცნობდე, ვიფიქრებდი, რომ მეპირფერები… შენ გინდა თქვა, რომ ადამიანების უმრავლესობა ტყუილად ცხოვრობს?

მესამე მოსწავლემ კი თავისი ვარაუდი გამოთქვა: იქნებ, საჭირო არ არის, მაგ აზრის მოძებნა?

– აბა, აბა, – დაინტერესდა მასწავლებელი, – აგვიხსენი, რატომ ფიქრობ ასე!

– მე მგონია, – თქვა მოსწავლემ, – რომ თუ ამ კითხვაზე პასუხის ძებნას გავაგრძელებთ, ჯერ ერთი, ზუსტ პასუხს მაინც ვერ მივაგნებთ, ყოველთვის ეჭვი გვექნება, და მეორეც, როგორიც არ უნდა იყოს პასუხი, ყოველთვის მოიძებნება ვიღაც, ვინც არ დაეთანხმება… და ასე გავა მთელი ცხოვრება, ცხოვრების აზრის ძებნაში…

– ესე, იგი, რა, – გაიღიმა მასწავლებელმა, – ცხოვრების აზრი ის არის, რომ?…

– იცხოვრო? – კითხვაზე კითხვითვე უპასუხა მოსწავლემ.

– ვფიქრობ, ეს – პასუხია! – თქვა მასწავლებელმა და გაკვეთილი დაასრულა.