ორი ადამიანი მოძღვართან მიდის აღსარებაზე.
პირველმა ერთი დიდი ცოდვა ჩაიდინა და აი, ის მიდის, თავმდაბლად ფიქრობს, თუ როგორ უნდა მოახერხოს თავისი ცოდვის აღიარება.
ხოლო მეორე მიდის და ფიქრობს: აი, ამ ადამიანს დიდი ცოდვა აქვს ჩადენილი. მე კი, მივდივარ, მაგრამ ჩემი წვრილ-წვრილი ცოდვები, ამის ცოდვასთან რა მოსატანია? სათქმელადაც კი არა ღირს.
მივიდნენ ორივენი ეკლესიაში. მოუსმინა მათ მოძღვარმა და მას, ვინც ერთი დიდი ცოდვა ჩაიდინა, ერთი დიდი ქვის მიტანა დაავალა. ხოლო მეორეს – 100 პატარა ქვის.
როდესაც ქვები მიიტანეს, მოძღვარმა უთხრა: «ახლა კი, ეს ქვები იქ დააბრუნეთ, საიდანაც აიღეთო».
ასი ქვის დაბრუნება ადგილზე, ბევრად უფრო რთულია...
მორალი: არ არსებობს პატარა, უმნიშვნელო ცოდვა და რომ ცოდვა, თავისი არსით – ყოველთვის წესრიგის დარღვევა არის.