მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

ცივილიზაცია დაიწყო გამოქვაბულში

 

ერთმა სტუდენტმა ცნობილ ანთროპოლოგს, მარგარეტ მიდს, ჰკითხა, საიდან დაიწყო ცივილიზაცია. სტუდენტი მოელოდა პასუხებს, როგორიცაა ბორბალი, თიხის ჭურჭლის ნატეხები, თევზის კაკვები ან უძველესი იარაღები. მაგრამ მარგარეტის პასუხი გასაკვირი იყო:

- ცივილიზაცია დაიწყო გამოქვაბულში, სადაც გამოჯანმრთელებული და გამოსწორებული ბარძაყის ძვალი იპოვეს. - ასეთი იყო ანთროპოლოგის პასუხი.

კითხვაზე - რატომ? - მან განმარტა:

- ცხოველთა სამყაროში თუ ფეხი მოიტეხე, კვდები. შენ არ შეგიძლია ნადირობა, არ შეგიძლია გაქცევა მტაცებლებისგან - უბრალოდ ვერ გადარჩები.

მაგრამ განკურნებული ბარძაყის ძვალი ნიშნავს, რომ ვიღაც დარჩა და მეორე ადამიანს დაეხმარა. ვიღაც საკმარისად ზრუნავდა სხვის დაცვაზე, კვებასა და დალოდებაზე. ვიღაცამ მოითმინა.

ცივილიზაციის პირველი ნიშანი გამოგონება კი არ არის... ეს არის თანაგრძნობა და მოთმინება.