ერთხელ ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტის პროფესორმა გადაწყვიტა მათემატიკურად აეხსნა სტუდენტებისთვის, რომ ჯერ აღზრდაა მნიშვნელოვანი და მერე განათლება.
მან დაფაზე დაწერა 1-იანი და სტუდენტებს უთხრა: ესაა თქვები ადამიანობა, - ცხოვრებაში ყველაზე აუცილებელი თვისება.
შემდეგ მიაწერა 0: ეს თქვები მიღწევებია, რომლებიც ადამიანობასთან ერთად ერთი ათად გაგზარდეს, კიდევ 0-ს თუ მივუწერთ, ანუ გამოცდილებას - გახდებით 100-ჯერ უფრო ფასეული. ასე ამატებდა ნულებს პროფესორი: წინდახედულობის, წარმატების, სიყვარულის, ბედნიერების და ა.შ. და ამბობდა, რომ ყოველი დამატებული 0 აკეთილშობილებდა ადამიანს.
უცბად, მან წაშალა 1-იანი და დაფაზე დარჩა მხოლოდ ნულები...
პროფესორმა დაასრულა: თუ არ გექნებათ ადამიანობა, დანარჩენი არაფერს ნიშნავს - დანარჩენი ყველაფერი ნულია."