მამაკაცმა, ნახა რა მეუღლესთან ერთად სასტუმროში ცხოვრების თანხის რაოდენობა, საშინლად აღშფოთდა და მოითხოვა ახსნა, თუ რატომ იყო ესეთი დიდი ანგარიში.
ადმინისტრატორმა უპასუხა, რომ სასტუმრო ძალიან პრესტიჟულია.
— ნებისმიერ შემთხვევაში 5000 ძალიან ძვირია – არ ცხრებოდა მამაკაცი.
ადმინისტრეტორმა აუხსნა, რომ სასტუმროში არის არაჩვეულებრივი აუზი რომლებიც ყველასთვისაა ხელმისაწვდომი.
— მაგრამ ჩვენ არ გვისარგებლია – უპასუხა ქმარმა.
— ისინი აქ არის და თქვენ შეგეძლოთ გესარგებლათ!
ამის გარდა, ადმინისტრატორმა უთხრა, რომ წყვილს აგრეთვე შეეძლო ენახა წარმოდგენები, რომლითაც განთქმულია სასტუმრო. – აქ საუკეთესო არტისტები გამოდიან.
— მაგრამ ჩვენ არცერთი გამოსვლა არ გვინახავს, – არ წყნარდებოდა ქმარი.
— თქვენ იხდით იმის გამო, რომ შეგეძლოთ მათი ნახვა! – მშვიდად უპასუხა ადმინისტრატორმა.
ბოლოს და ბოლოს ქმარი დათანხმდა გადაეხადა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მას არა ჰქონდა საკმარისი თანხა და ცოლს სთხოვა გადახდა. ქალმა 500 დოლარი ამოიღო და დადო.
— მაგრამ აქ მხოლოდ 500 დოლარია – გაიკვირვა ადმინისტრატორმა.
— დიახ ასეა. მე 4500 დოლარი გამოგიქვითეთ, რადგან ჩემთან გეძინათ...
— მაგრამ მე არ მძინებია თქვენთან! – წამოიძახა აღშფოთებულმა ადმინისტრატორმა.
— მით უარესი თქვენთვის! მე აქ მთელი ღამე ვიყავი მარტო და თქვენ ამის შესაძლებლობა გქონდათ!!!
ქალის ლოგიკას არა აქვს საზღვრები! 😁👌