მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

შვილის მოკვლაზე მიღებული კურთხევა

 

ერთხელ მოძღვართან ერთი ოჯახური წყვილი მივიდა.

— მამაო, — ამბობს ცოლი, — მე ბავშვს ველოდები, ჩვენ კი უკვე ისედაც გვყვავს 4 შვილი; მეხუთეც თუ გაჩნდება — ჩვენი ოჯახი ვეღარ გაუძლებს. კურთხევა მოგვეცით ბავშვის მოცილებაზე.

— ვხედავ, თქვენი ცხოვრება მარტივი არ არის, — უპასუხა მოძღვარმა, — რას ვიზამ, კურთხევას გაძლევთ, რომ საკუთარი შვილი მოკლათ. მაგრამ, უფროსი ქალიშვილი მოკალით, ის ხომ უკვე 15 წლის არის: მან უკვე იცხოვრა ამ ქვეყანაზე, რაღაც-რაღაცეები უკვე ნახა, ხოლო მაგ პაწიას მზის სხივიც კი არ უნახავს. უსამართლობა იქნება, რომ მას ამის საშუალება არ მიეცეს.

ამის მოსმენის შემდეგ, შეძრწუნებულმა ქალმა სახეზე ხელები აიფარა და აქვითინდა.