მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

შემთხვევით არაფერი არ ხდება!

 

პატარა ბიჭმა თბილად ჩაიცვა და მამას უთხრა:

— მამა! მე უკვე მზად ვარ!

მისი მამა, რომელიც პასტორი იყო, უთხრა:

—რისთვის ხარ მზად?

—დროა გავიდეთ ქუჩებში და ჩვენი ბუკლეტები დავარიგოთ. მამამ მიუგო:

—შვილო! გარეთ ძალიან ცივა და წვიმა ცრის. გაოცებულმა ბავშვმა შეხედა მამას და უპასუხა:

— მამა, ხალხმა უნდა გაიგოს ღმერთის შესახებ წვიმიან ამინდშიც კი.

— შვილო! ასეთ ამინდში მე არ გავალ გარეთ. სასოწარკვეთილმა ბავშვმა უთხრა :

— შეიძლება? მე მარტო გავალ, გთხოვ!

მამამ, ოდნავ შეყოვნების შემდეგ მიუგო:

—შვილო! აგერ ბუკლეტები, შენ შეგიძლია წახვიდე, ოღონდ ფრთხილად იყავი.

— მადლობა მამა!

ასე გამოვიდა შვილი წვიმაში. 11 წლის მოზარდი დადიოდა იმ დასახლების ქუჩებში და ურიგებდა ბუკლეტებს ადამიანებს, ვინც ქუჩაში ხვდებოდა წვიმაში და სიცივეში. ორ საათიანი სიარულის შემდეგ, ბოლო ბუკლეტით ხელში გაჩერდა ქუჩის კუთხეში, რომ დაენახა ვინმე და გადაეცა, მაგრამ ქუჩა სრულიად ცარიელი იყო. შემდეგ შებრუნდა პირველივე სახლისკენ, მივიდა კართან, რამოდენიმეჯერ შეეხო ზარს, მაგრამ არავინ გამოვიდა. ბოლოს მობრუნდა ბავშვი, რომ წამოსულიყო, რაღაცამ შეაჩერა, მიტრიალდა და კარებზე დაიწყო ზარის რეკვა და ბრახუნი. ის განაგრძნობდა ლოდინს. ბოლოს კარი ფრთხილად გაიღო. გამოვიდა ქალი, ძალიან მწუხარე გამომეტყველებით და ნაზი ხმით ჰკითხა:

— შვილო, რით შემიძლია, მოგემსახურო?

გაბრწყინებული თვალებით და ნათელი ღიმილით ბავშვმა უთხრა:

— ქალბატონო ბოდიში თუ აგაფორიაქეთ, მაგრამ უბრალოდ მინდოდა მეთქვა, რომ ღმერთს მართლა უყვარხარ და მე მოვედი, რომ მოგცეთ ჩემი ბოლო ფლაერი, რომელშიც წერია ღმერთზე და მის დიდ სიყვარულზე.

ბიჭმა მიაწოდა მას ფლაერი.

— მადლობა შვილო, უფალმა დაგლოცოს!

შემდეგ კვირა დილას, პასტორი კათედრასთან იდგა და როდესაც მსახურება დაიწყო, იკითხა:

—ვინმეს აქვს დამოწმება ან რაიმე, რისი გაზიარებაც გსურთ?

ეკლესიის უკანა რიგში ფრთხილად წამოდგა მოხუცებული ქალი, როდესაც საუბარი დაიწყო, თვალები გაუბრწყინდა:

ამ ეკლესიაში არავინ მიცნობს, მე არასოდეს ვყოფილვარ აქ, წინა კვირას ქრისტიანიც კი არ ვიყავი. ქმარი გარდამეცვალა ცოტა ხნის უკან, მარტოდ დამტოვა ამ ქვეყანაზე. წინა კვირა ცივი და წვიმიანი იყო, ასეთივე იყო ჩემი გულიც, იმ დღეს გზის დასასრულს მივადექი, რადგან იმედი აღარ მქონდა და აღარც სიცოცხლე მინდოდა. ავიღე კიბე, ჩემი სახლის სხვენზე ავედი, თოკის ერთი მხარე ჩამოვაბი სახურავის კოჭს, შემდეგ ავედი სკამზე და თოკის მეორე ბოლო კისერზე შემოვიხვიე. მე ვიდექი სკამზე , როგორც მარტო სული, დამსხვრეული გულით, უკვე ვაპირებდი სკამიდან გადმოხტომას, რომ მომესმა ხმამაღალი კაკუნი კარზე. ვიფიქრე: დავაცდი, ვინც არ უნდა იყოს წავა. ველოდებოდი და ველოდებოდი, მაგრამ კაკუნი ყოველ ჯერზე, უფრო და უფრო ემატებოდა. ვფიქრობდი ვინ უნდა ყოფილიყო? არავინ არასოდეს მოდის ჩემ კართან, არც არავინ მინახულებს.

მოვიხსენი თოკი კისრიდან და გავეშურე კარისაკენ, რომელზეც ჯერ ისევ რეკავდენ და აკაკუნებდნენ.

როდესაც კარი გავაღე, დაუჯერებელი იყო, რასაც ჩემი თვალები ხედავდა, ჩემი კარის წინ იდგა ბრწყინვალე ანგელოზივით ბავშვი, რომელიც ოდესმე მინახავს.

ის, ისე მიღიმოდა, ალბად ვერასოდეს ავღწერ ამას. მისი ბაგიდან გამოსულმა სიტყვებმა სიცოცხლისაკენ შემობრუნება აიძულა დიდი ხნის მკვდარ ჩემ გულს, როდესაც მან ქერუბიმის ხმაზე მომართა:

,,ქალბატონო! უბრალოდ მინდა გითხრათ, რომ ღმერთს მართლა უყვარხართ!”

როდესაც პატარა ანგელოზი გაუჩინარდა სიცივესა და წვიმას შორის, მივხურე კარი და წავიკითხე ფლაერის ყოველი სიტყვა, შემდეგ ავედი სხვენში, ჩამოვხსენი თოკი და სკამი ჩამოვიტანე, როგორც ხედავთ მე აღარ მჭირდება ისინი.

ახლა მეფის ბედნიერი ასული ვარ.

როდესაც ბავშვი გატრიალდა, დავინახე ამ ეკლესიისაკენ წამოვიდა, ამიტომაც პირადად მოვედი, რომ მადლობა გადაუხადო ამ პატარა ანგელოზს, რომელიც ზუსტად თავის დროზე მოვიდა,ჩემი სიცოცხლის სახსნელად და შეცვალა ჩემი სამუდამოდ ჯოჯოხეთში ყოფნა, სამუდამოდ ღმერთის თანდასწრებაში ყოფნით.

"ეკლესია ტიროდა...”

პასტორი ჩამოვიდა კათედრიდან, პირველი რიგის სკამთან, სადაც პატარა ანგელოზი იჯდა, თავისი შვილი ხელში აიყვანა და შეუკავებლად ტიროდა...