ერთხელ კაცი სადალაქოში მივიდა, რათა თმა და წვერი წესრიგში მოეყვანა. როდესაც დალაქმა თავისი სამუშაო დაიწყო, კლიენტსა და მას შორის საინტერესო საუბარი ჩამოვარდა. საუბრობდნენ სხვადასხვა საკითხებზე და საბოლოოდ ღმერთის თემასაც შეეხნენ.
- არ მჯერა, რომ ღმერთი არსებობს! – თქვა დალაქმა.
- და რატომ ფიქრობთ ასე? – შეეკითხა კაცი.
- კარგით, მოდით უბრალოდ გავიდეთ ქუჩაში და მაშინვე მიხვდებით ამას. მითხარი, ღმერთი რომ არსებობდეს, იქნებოდა ამდენი ავადმყოფი ადამიანი? მიტოვებული ბავშვი?! ღმერთი, რომ არსებობდეს ტკივილი არ იარსებებდა… რატომ დაუშვებდა იგი ასეთ რამეს?
კლიენტი წამით დაფიქრდა, თუმცა პასუხი არ გაუცია, რადგან კამათი არ სურდა. ამასობაში დალაქმა სამუშაო დაასრულა და კაციც გარეთ გამოვიდა. ქუჩაში, სადალაქოსთან ახლოს ერთი კაცი იდგა, რომელსაც გრძელი ჭუჭყით სავსე თმები და გაუპარსავი წვერი “ამშვენებდა”. კაცი დაუვარცხნელი და ბინძური ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა.
კლიენტი სადალაქოში შებრუნდა და დალაქს უთხრა: იცით რა? დალაქები არ არსებობენ!
- როგორ შეგიძლიათ ამის თქმა - აღმოხდა დალაქს. მე, აქ ვდგავარ, თქვენს წინ და სულ რამოდენიმე წუთის წინათ თმები და წვერი შეგაჭერით.
- არა, დალაქები არ არსებობენ - მიუგო კლიენტმა მას ქუჩაში მდგომი კაცისკენ მიუთითა. დალაქები, რომ არსებობდნენ, ქვეყნად ასეთი გრძელთმიანი და წვერგაუპარსავცი ადამიანები არ იარსებებდნენ.
- მაგრამ დალაქები არსებობენ! უბრალოდ ისინი არ მოდიან ჩემთან. - აღმოხდა დალაქს.
- გეთანხმებით, ღმერთის შემთხვევაშიც ასეა. უბრალოდ ადამიანები არ ეძებენ და არ მიდიან მასთან. სწორედ ამიტომაცაა სამყაროში ამდენი ტანჯვა და ტკივილი.