ღარიბმა კაცმა ღმერთს ჰკითხა:
- რატომ ვარ ასეთი ღარიბი?
ღმერთმა უპასუხა:
- შენ არ გისწავლია გაცემა.
- თუ არაფერი არ მაქვს ? - ისევ იკითხა ღარიბმა კაცმა.
ღმერთმა მას უპასუხა:
- შენ გაქვს რამდენი რამ:
სახე, რომელსაც შეუძლია ღიმილი...
ენა, რომელსაც შეუძლია გაამხნევოს ან მოკლას ადამიანი...
გული, რომელიც შეგიძლია გაუხსნა საყვარელ ადამიანს...
თვალები, რომელსაც შეუძლია სიკეთის გამოსხივება...
სხეული, რომელსაც შეუძლია დაეხმაროს სხვებს...
...ასე რომ, სინამდვილეში ღარიბები სულაც არ ვართ...
სულის სიღარიბე - ეს არის ნამდვილი სიღარიბე.