მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

დასაფიქრებლად

 

ჩემი სურვილია გავხდე მობილური

 

მასწავლებელი სახლში იჯდა და სადილის შემდეგ მოსწავლეების საშინაო დავალების გასწორებით იყო დაკავებული.

მის გვერდით მჯდომი ქმარი მობილური ტელეფონით ესაუბრებოდა მეგობრებს . ყველაფერი ნორმალურად ჩანდა, ვიდრე არ წაიკითხა მასწავლებელმა ერთ - ერთი მოსწავლის დავალება. უცებ მის სახეზე ჩუმმა ცრემლებმა იწყო დენა. ქმარმა გაკვირვებით ჰკითხა: რატომ ტირი? რა ხდება?

მან უპასუხა: გუშინ ჩემი დაწყებითი კლასის მოსწავლეებს ვთხოვე დაეწერათ ტექსტი თემაზე - "ჩემი სურვილი".

მერე რა? რა ხდება, ძვირფასო? ეს არის ბოლო დავალება, რაც ამ წუთას წავიკითხე.

და რა წერია აქ ასეთი, რომ ატირდი? ჩამოართვა რვეული და კითხვა დაიწყო ქმარმა:

ჩემი სურვილია გავხდე მობილური. ჩემს მშობლებს ძალიან უყვართ ტელეფონები. მთელ თავის ყურადღებას მას აქცევენ.

ხანდახან სულ მივიწყებენ. როცა მამა სამსახურიდან სახლში დაღლილი ბრუნდება, ის ყოველთვის პოულობს დროს ტელეფონისთვის, მაგრამ არასდროს ჩემთვის. როცა ტელეფონი რეკავს, მაშინვე პასუხობენ, მიუხედავად იმისა, რომ დაკავებულები არიან. მე კი არასოდეს მპასუხობენ, მიუხედავად იმისა, რომ ხშირად ვტირი.

ისინი თამაშობენ ტელეფონით, მაგრამ არასდროს ჩემთან. მათ ესმით მათი ზარები, მაგრამ ჩემი ტირილის ხმა არა და არასოდეს არაფერი აქვთ ჩემთვის სათქმელი. ასე რომ, ჩემი სურვილია გავხდე სმარტფონი. მაშინ ისინი მეც მომაქცევენ ყურადღებას. ამ სიტყვების წაკითხვის შემდეგ ქმარი გაჩუმდა, ღრმად ჩაფიქრებული ჩანდა. გული აუჩუყა ნაწერმა. მერე აკანკალებული ხმით ჰკითხა: ვინ დაწერა ეს ტექსტი? მასწავლებელმა ჩუმად უპასუხა: ჩვენმა - შვილმა".

ნუ მისცემთ საშუალებას თქვენს ტელეფონებს თქვენს გარშემო მყოფი ადამიანების ადგილი დაიკავონ. ყოველი საყვარელ ადამიანებთან ერთად გატარებული წამი ძვირფასია. ოჯახური ცხოვრების მომენტების დროს გადადეთ ტელეფონები, მოუსმინეთ, შეხედეთ და ყურადღება მიაქციეთ მათ, ვინც გიყვართ. ზრუნვის უბრალო მოქმედებამ შეიძლება გააძლიეროს თქვენი კავშირები და მათ დაანახოთ რამდენად ზრუნავთ მათზე. პატარა სულებს კი, რომელიც უფალმა მოგანდოთ და ღირსად გცნოთ მშობლად გახდომისა, ძალიან დიდი ყურადღება სჭირდება დედისა და მამისაგან! მათ ფულით და საჩუქრებით ვერ გამოწრთვნით. გაატარეთ დრო ძვირფასად - ძვირფას ადამიანებთან.