ერთ მაღალ გორაკზე, ერთმანეთთან ახლოს, სამი ხე იდგა. ერთ დღეს მათ თავიანთ ოცნებებსა და იმედებზე დაიწყეს საუბარი.
პირველმა თქვა: "იმედი მაქვს, რომ ერთ დღესაც საგანძურის ყუთი გავხდები. შევინახავ ოქროს, ვერცხლს და სხვა ძვირფას ლითონებს, ვიქნები მორთული ულამაზესი ქვებით და ყველა გაოცდება ჩემი მშვენიერებით”.
მეორემ თქვა: “იმედია ერთ დღესაც გემი გავხდები, მეფეებსა და დედოფლებს მსოფლიოს მოვატარებ… ჩემთან ყველა უსაფრთხოდ იგრძნობს თავს და დააფასებს ჩემს სიძლიერეს”.
მესამე ხემ თქვა: “მსურს ყველაზე დიდი ხე გავხდე ტყეში. ადამიანები დამინახავენ გორაკის წვერზე, დატბებიან ჩემი სილამაზით და კაცობრიობას დავამახსოვრდები, როგორც ყველაზე დიდი და მნიშვნელოვანი ხე ისტორიაში.”
წლების შემდეგ გორაკს რამოდენიმე ხის მჭრელი მიადგა. ერთს პირველი ხე მოეწონა და მოჭრა. ხე ბედნიერი იყო იმის წარმოდგენით, რომ შეიძლებოდა მისგან საგანძურის ყუთი გაეკეთებინათ. მეორე ხეც მოეწონა ერთ–ერთ ხისმჭრელს და მოჭრა. იგიც ბედნიერი იყო,რადგან იმედი ჰქონდა,რომ შეიძლებოდა მისგან გემი შეექმნათ. როდესაც ხისმჭრელები მესამე ხესთან მივიდნენ, ხემ თავი საშინლად იგრძნო,რადგან ხვდებოდა, რომ თუ მოჭრიდნენ, ამით მის ოცნებას ხაზი გადაესმებოდა. ერთ–ერთმა ხისმჭრელმა თქვა: “არ ვიცი ზუსტად რას გავაკეთებ მისგან, თუმცა თან წავიღებ” და მოჭრა.
პირველი ხისგან ცხოველების საკვები ბაგა გააკეთეს – ეს ნამდვილად არ იყო ის, რაზეც იგი ოცნებობდა.
მეორე ხისგან პატარა სათევზაო ნავი გამოთალეს . მის ოცნებასაც ხაზი გადაესვა – ეტარებინა მეფეები და დედოფლები.
მესამე ხე კი რამოდენიმე ნაწილად დაჭრეს და ეზოს ბნელ კუთხეში მიაგდეს.
ერთ დღეს ერთი ქალი და მამაკაცი მივიდნენ იმ ადგილას, სადაც პირველი ხისგან გაკეთებული ცხოველთა საკვები ბაგა იყო და მასში პატარა ბავშვი დაიბადა. ხეს კარგად არ ესმოდა ამ მოვლენის მნიშვნელობის შესახებ და ვერ ხვდებოდა, რომ მის წიაღში კაცობრიობის ყველაზე დიდი საგანძური იშვა.
წლების შემდეგ ადამიანთა ჯგუფი თევზაობდა ნავით, რომელიც მეორე ხისგან შეიქმნა. ერთ–ერთი მათგანი დაღლილი იყო და ჩაეძინა, როდესაც საშინელი შტორმი ამოვარდა და ტალღები ჩასანთქმელად ემუქრებოდნენ ნავს. შეშინებულმა კაცებმა მძინარე გააღვიძეს. კაცი წამოდგა და ქარი ჩადგა და ზღვა დაწყნარდა. ხე მიხვდა, რომ იგი კაცობრიობის ისტორიაში ერთ–ერთ ყველაზე დიდ სასწაულს დაესწრო და უმნიშვნელოვანესი მისია შეასრულა.
მესამე ხისგან ჯვარი შეკრეს. ჯვარი ზურგზე მოკიდებული ატარეს, უამრავი ხალხის თვალწინ და საბოლოოდ გოლგოთის მთის წვერზე აღმართეს . მასზე იესო ქრისტე გააკრეს და ეწამა.
სამივე ხეს უდიდესი ღვაწლის ტარების შესაძლებლობა მიეცა.
როცა საქმე ისე არ მიდის, როგორც ჩვენ გვსურს, უნდა გვწამდეს უფლის და თუ მის მფარველ ხელს მივენდოთ..
ამ სამმა ხემ მიიღო ზუსტად ის , რაც სინამდვილეში სურდათ და სჭირდებოდათ, მაგრამ არა იმ გზით, როგორც მათ წარმოედგინათ. ჩვენ ვერაადროს გავიგებთ, რა სურს ღმერთს ჩვენთვის, მაგრამ ყველამ უნდა გავიაზროთ რომ გზა რომელსაც ის გვთავაზობს და მასთან მიგვიყვანს, ყოველთვის საუკეთესოა… "