შეეშვი ლოცვას, დაეხსენი რწმენის მარწუხებს
იყავ კეთილი და შენს მოძმეს ნუ შეაწუხებ.
მომეცი ღვინო და იმ ქვეყნად როცა წარვდგებით,
იქ, სამსჯავროზე, შენს მაგივრად მე ვუპასუხებ
მას შემდეგ, რაც კი მზე და მთვარე ცაზე კიდია,
მადლი ღვინისა ამა ქვეყნად დიდზე დიდია,
ისინი, ღვინოს გასაყიდად რომ იმეტებენ,
ვერ გამიგია, ღვინოზე კარგს რას იყიდიან.