სიზმრად ვნახე ღვთისმშობელი...თვალზე ცრემლი მდიოდა,
ის კი ჩვენი სულებისთვის ლოცვით, აქ მოდიოდა.
ნუ სტირიო, მანუგშა, მხარზე ხელი დამადო,
მე შენთან ვარ, ნუ გეშინის, ოღონდ არ მიღალატო.
საქართველოს მე ვმფარველობ, თქვენზედა მაქ ამაგი,
თქვენ კი, უცებ განგიზრახავთ იესოსთვის ღალატი.
ღმერთს უყვარხართ, თქვენ კი, ჩუმად, უღირს ცოდვებს ჩადიხართ,
მის სახელსაც რომ უარყოფთ, მერე წყნარად დადიხართ.
გაურიგდით სატანას და არად აგდებთ ადათებს,
საიქიოს რომ მიდიხართ, იცვამთ წმინდა ხალათებს,
იქ მისული, ცრემლით,ხოხვით, პატიებას მოითხოვთ,
ფარისევლურ სისპეტაკით, არ გსურთ თქვენი მოგკითხოთ.
გამოფხიზლდით სანამ დროა, მიაკითხეთ სალოცავს,
თქვენს მომავალს და სამშობლოს, გწამდეთ ღმერთი დალოცავს.
ის ვინც, გონს არ მოეგება და სატანას ადიდებს,
ჯოჯოხეთში სამუდამოდ რკინის ბორკილს დაიდებს.
საქართველო გაბრწყინდება, თუ კი ერთად იქნებით,
მე კი მარად საქართველოს გადამრჩენი ვიქნები.
გამეღვიძა და გავვოცდი ეს რამდენი მეტირა,
დავიხედე მარჯვნივ, ხელში, ვაზის ჯვარი მეჭირა.