მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

✍️ ქეთი ალასანია

 

სილამაზე

 

ფასი არა აქვს შენს სილამაზეს,
სულის მშვენება თუ თან არ ახლავს,
დაფიქრებულხარ? ის რაც მოგეცა,
უფლის ხატებას საერთოდ არ ჰგავს.

 

სილამაზე კი თანდათან კვდება,
თუკი სიკეთეს გზადაგზა კარგავს,
ქუჩის კუთხეში ვიღაც თხოულობს
და ლუკმას უყოფს, თავისზე, ღატაკს.

 

ნურასდროს ჩათვლი, მასზე მეტი ხარ,
ნუ განიკითხავ, იმას, რაც არ სჩანს,
სხვას ნუ დასცინი, რადგან როგორც შენ,
უფლის შვილია, უფლება არ გაქვს.

 

თუ ვერ იყვარებ, ნურც შეიძულებ,
იმის გამო, რომ მოყვარე არ ჰყავს,
ნუ იფიქრებ, რომ ღვთის რჩეული ხარ,
თუ სილამაზით ზეცის გულს ჰგავხარ.

 

მას დააკვირდი, კაცად რომ არ სცნობ,
დაღლილ თვალებში სიყვარულს ნახავ,
კარგად დაფიქრდი, იქნებ ის არის,
ვინც უფალს, გულში ჩაკრული, დაჰყავს.