|
შეგვეწიოს ყოვლადწმინდა,
ხოტევი და ნიკორწმინდა,
ბოყვის მთავარანგელოზი,
დედახვთისა სამთისისა,
ბუბის ჯვარი,
სორის ჯვარცმა,
ნასაყდრალი ურავისა,
ბარაკონის ღვთისმშობელი,
შეუბანის სინაწმინდა,
ქაშუეთი და სამება,
კვარაციხე,
მინდაციხე,
უძრავი მირიანეული,
ქოლოსი და თედორწმინდა,
მუხაების სალოცავი,
სალოცავი ჯერგომისა,
შხელის ჯვარი,
ხონჭიორი,
სალოცავი ქვექაბისა;
საელიო,
საკვირაო,
ძელი ჭეშმარიტებისა,
კრიხის მთავარანგელოზი,
ბარეულის დედახვთისა,
კლდისუბნის ქორსაბელიო,
მეჭვრეთი და მიქარწმინდა,
მრავალძლის წმინდა გიორგი,
ლაღი ჯვარი გადამშისა,
ჭიდროთციხე,
სკანდეს ციხე,
მაცხოვარი ღებისაო,
ღუნდის ჯვარპატიოსანი,
დედახვთისა ქვედისაო;
სამთავისი და სიონი,
და სამება გერგეთისა,
ბოჭორმის წმინდა გიორგი,
ჯვრის ელვა ხახმატისა,
სამწვერისი და უბისა,
ელიასი ეკლესია;
ქვათახევი
და ნეკრესი,
წმინდა ნინოს ეკლესია,
გოგნის ციხე,
ლაშრის ჯვარი,
მაცხოვარი უშგულისა,
გორიჯვრის წმინდა გიორგი,
ქვაბთაკერის ეკლესია,
ქვედა შავრის "თეთრი ჯვარი",
საყიორის ეკლესია,
ბუგეულის ღვთისმშობელი,
კვირიკეწმინდა შეგვეწია!
ილორის წმინდა გიორგი,
საფარა და ფიტარეთი,
უჯარმა და მოწამეთა,
თაბორის მთის ცისა ფერი,
კაცხის ციხე,
ლორეს ციხე,
განდეგილთა საყუდელი,
ტბეთის მთავარანგელოზი,
ნათლისმცემელი ველტყევისა,
საშინდიის ღვთისმშობელი
და ქოლოსის ეკლესია,
მოჭოხის წმინდა გიორგი,
საჯვარისა შეგვეწია,
"ზედქალაქი,""სამზიარი",
სამი კოშკი ველიეთის,
ანგელოზის ეკლესია
და სხარტალის ნასაყდრალი;
ზარზმის ხატი და ვარძია,
ონის მთავარანგელოზი,
მცხეთის ჯვარი,
ალავერდი,
ნათლიმცემელი გარეჯის,
ზედაზნის ცას,
ზარი რეკავს,
ზარი უფლის,
ზარი წმინდა,
გამოიხსენ განსაცდელით,
ჩვენი ერი დედახვთისავ!
სვეტიცხოვლის დიდმა მადლმა,
დაიფაროს საქართველო,
ცის და ქვეყნის სალოცავმა
აამღეროს, დაამშვენოს;
რა გზაზედაც ჩვენ დავადგეთ,
ქრისტემ ჯვარი გადაგვწეროს,
მადლის კალთა დაგვაფაროს,
ჩვენი კერა ააშენოს!
ამინ! |
|