მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საქართველოს არწივს

ეძღვნება თემურ წიკლაურის ხსოვნას.

 

 
არ დააცადე სიკვდილო,
მეფეს, მეფობა ცის ქვეშეთს,
რას გიშავებდა არწივი,
სთქვი შენ ტიალოვ, სთქვი, ესეთს?

 

რად თავს დაესხი ჭილყვავად,
რად ჩამოჰკაწრე ბრჭყალია,
შენ თუ მოგწყურდა სისხლის სმა,
ეს რა არწივის ბრალია?

 

შეცდი სიკვდილო ჰო, შეცდი,
გზა აგრევია ძალიან,
არწივი დაასამარო,
სულ ტყუილადა გწადიან...

 

ციცინათელად აფრინდა,
სამშობლოს ბუდეს კოჯრიდან,
და იმის მერე მუხად დგას,
ვერა და ვეღარ, მოსცილდა.

 

იყო აიეტ, ნიკალაც,
ბებოს ზღაპრებსაც ამბობდა,
მთელ საქართველოს იარას,
ივერიიდან წამლობდა...

 

სთქვი შენ ტიალოვ, სთქვი ესეთს,
რას გიშავებდა არწივი?
შენს ნამოქმედარს, ნახელავს,
სამშობლო გულით დასტირის.

 

ჰო, შენ სიკვდილო ჰო, შეცდი,
ვერ მოერივნე ცის მეფეს,
მიწას მუხადა გამჯდარს და
ზეცას არწივად მომყეფეს.

 

ვერ მოუკვდინე სახელი,
ვერც სულ მოიგდე დარბაზებს,
იმ სხეულს, მიწას მიაყრი,
კოჯრის ტყეს გაალამაზებს.

 

ლადო თოდაძე