მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

საქართველო - პორტუგალია

 

 

რონალდუს უთქვამს,
ავადა ვარ, ავადაო...
რათაო?
კარში რომ დგას, მამარდაო...

პეპეს უთვამს,
დღეს თამაში მრცხვენიაო...
რათაო?
გამბრდღვნის კვარაცხელიაო...

პატრისიოს უთქვამს:
დღეს, გამიშვებს კუტაზეო...
ვინაო?
ვინ და მიქაუტაძეო...

ლეაოს უთქვამს,
დღეს ვარ ძლიერ მშფოთვარიო...
რათაო?
გამაბანძებს ოთარიო...

ჟოტას უთქვამს,
საქმე იცით, რაშიაო?
რაშიაო?
არ ბერდება კაშიაო...

ნევეშს უთქვამს,
დღე გვექნება, რეზულტატი ურიგოო...
რათაო?
"გაგვფლანგავენ" გოჩოლე და ზურიკოო...
ფელიქსს უთქვამს,
რაღაც, გლახათ მითამაშებს თვალიო...
რათაო?
დამესიზმრნენ კვირკვე, ლოჩო, დვალიო...

პანილიამ,
ჩვენთვის ჭირზე, კიდევ ჭირი დართულაო...
ვის უფრთხიო?
ანზორ, ლევან, კვეკვე, წიტა, ალთუნაო...

ისევ "პატრის":
ამ ამბავმა, რაღაც ამიჟიმჟიმაო...
რა ამბავმა?
ითამაშებს, თურმე, ბუდუ "ჟივჟივაო"...

დალოტმა თქვა,
სამი მკვლელი, ვნახე, სიზმრად, დილითაო...
აბ, ვინა?
ლობჟანიძე, სიგუა და ქვილითაო...

ნუნესს უთქვამს, აღარ ვფქრობ,
ამ თამაშში, შუა ხაზის ჩაკეტვაზეო...
რა აზრი აქვს -
აქეთ კიტე, იქით კიდევ, ჩაკვეტაძეო...

ვიტინიამ,
ეს რა ხდება, კარის დირე აფიცრესო...
ვის გულისხმობ?
გველესიან-ტაბიძესო...

ნეტუს უთქვამს: გავწიწიკნიდი,
იყოს ქოჩორგაშლილიო:
რა საწვავას წვავს,
ნეტა, ქოჩორაშვილიო...

კოშტას უთქვამს,
ჩემი მჯობნი, ორიაო...
ჩამოთვალე!
გუგეშა და ლორიაო...

მარტინესმა:
ეს წაგება, თან მწარეა, თან იოლიო...
ჰო, დღეს,
ჩემზე მაღლა იდგა, სანიოლიო...

PS. კაცი ბჭობს და ღმერთო, არ გაიცინო...
გევედრები, რაც ვინატრე, ისმინო!

კახა სულუაშვილი