მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

სამშობლო

 

ვისია, ქალი ლამაზი? ბოლოს და ბოლოს ვისია?
ისევ სადაო გაგვიხდა, რაც ჩემ და ჩემი ძმისია?
ჯერ რუსი შემოგვესია, მერე სხვა წამოგვისია,

სუყველამ გულზე გვიკბინა, უბეში ვინც ჩაგვისვია.

 

ვისია ტურფა ქვეყანა, ეს მიწა წყალი ვისია?
იქნება მართლა არ ვიცი, იქნება მართლა სხვისია.

იქნებ აფსუას ეჭირა ნაპირი შავი ზღვისია.

ანდა ქსანი და ლიახვი ოსების საბრძანისია.

 

ან ყიზილბაშის სამშობლო, ბოლნისი და დმანისია,

მაშინ დიდგორი რა არი, კრწანისი რა კრწანისია?

არ მოსათმენის მოთმენა ძალიან საძრახისია,

გადაგვავიწყდა ნაომრებს სისხლის გაღების მისია

 

რომ აქ მხოლოდ ის ვიგუოთ ვინც ჩვენთან ძმობის ღირსია,

რადგანაც მიწა ჩვენ ფეხქვეშ მამა-პაპათა ძვლისია

ვისია ეს საქართველო? უნდა გაირკვეს ვისია

მისთვის სიკვდილი, კაცებო სიცოცხლის დასაწყისია.

 

ეპიგრამა.

 

გმირობას ყველას ნუ მოთხოვ, ნუ მოთხოვ აბჯარს იცვამდეს,

მაგრამ კაცობის მინიმუმს ხომ შეიძლება იცავდეს.

კაცობრიობის ისტორიაში ეს შეფარდება არის მარადი,

ბრძოლას გმირები ეწირებიან და მერე ბოზებს მიყავთ პარადი.

 

რუსლან მიქაბერიძე