მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

✍️ ლალი ჯაფარიძე

 

როგორ ვშორდებით ერთმანეთს

 

როგორ ვშორდებით ერთმანეთს,
ხმაც აღარ გვახსოვს ერთურთის,
ბიძაშვილ-მამიდაშვილებს
მხოლოდ ფეისზე თუ ვხდებით...

 

სად გაქრა მისვლა, მოკითხვა,
მოულოდნელი სტუმრები,
კარის კაკუნზე გაოცება და
შეძახილი: მოხვედი?

 

ავად თუ ვინმე ხდებოდა,
მნახველის იდგა რიგები,
ახლა ერთ მესიჯს მოგწერენ:
როგორ ხარ? კარგად იქნები!

 

მახსოვს ბავშვობას ჩვენს სახლში,
კარი რომ იყო, სულ ღია,
სულ გვყავდა ბევრი სტუმარი,
ურთიერთობა, გულღია!

 

ახლა ფეისზე შევდივართ,
არ გვინდა კარზე კაკუნი,
ერთ გულს და კოცნით მოკითხვას,
აქვე, მესიჯად ვუგზავნით!

 

როგორ ვშორდებით ერთმანეთს,
ხმაც აღარ გვახსოვს ერთურთის...