მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

რამდენჯერ ღმერთო ლოცვად არ ვდგები

 

 

რამდენჯერ ღმერთო ლოცვად არ ვდგები,
რამდენჯერ ტაძრის გზებს მე ავცდები,
ღმერთო ყველაზე დიდი ცოდვები,
დავიწყებაა შენი ლოცვების.

არ ვიცი თუკი შემინდობ ღმერთო,
დიდხანს არ მისვლას კართან ტაძრების,
როგორ შევხედო მოძღვარს თვალებში,
რომ შეპირებულს არ ვუსრულებდი.

მამაო მითხარ ჩემი სასჯელი,
მაწუხებს, მტკივა ცოდვა ამდენი,
ამპარტავნება, შური, სიყალბე,
არ მახსოვრობა კეთილ საქმენის.

მამაო მითხარ შენი სათქმელი,
დამლოცე, შეგთხოვ, ვიცი მიშველის,
მხოლოდ ღვთის ძალა თუ გადამარრენს,
მოძღვარო შენი დიდი შეწევნით.

დამწუხრებული პირჯვარს დამსახავს,
მთხოვს დავუტევო ცოდვა ამდენი,
ჩამიკრავს გულში, თან მეტყვის მშვიდად,
არ შეგეშინდეს შენთან ვიქნები!

ჩვენ ერთად დავძლევთ ეშმაკის რისხვას,
შენს ცოდვებს ერთად გავუმკლავდებით,
შენი სულისთვის დღედაღამ ვწირავ
ლოცვებს 8ე უფალს, არ დავნებდები.

მომეცი ღმერთო ძალა არ ცოდვის,
შენს ტაძრის კედლებს შემაზიარე
მოკვდავი ხორცის საკნის მღვიმეში
უკვდავი სული გამიმზიანე.