მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ქრისტე - შენი ვარ

 

 

ვერ მოსთხოვ ყველას იყოს თევდორე,
გახსნას სულისა თვისი დარაბა,
გაშოლტილ ქრისტეს ვერ ირჩევს ყველა,
მან აირჩია უკვე ბარაბა!


მოციქულებიც შემოეფანტნენ,
ოდეს მტარვალნი ჰყვანდნენ ჯალათად...
ღმერთო...! - მაკურთხე, ვიწვოდე შენთვის!
ჩემივე ნებით განა ძალადა.


არა უარგყო არსად, აროდეს!
ვიარო შენგნით, შენის კვალადა!
აკურთხე გზები, ჩემგან სავალი,
ახლაც და მერმეც, დღეს და ხვალაცა!


მქონდეს სურვილი შენთვის სიკვდილის,
შეძლებაც ამის, შენის ძალადა!
დიდება შენდა, ქვეყნის მეუფევ,
რომ გაეკარი ჩვენთვის ჯვარადა.


შენთვის ვიწვოდე! ბნელს ნათლით ვსცვლიდე!
მე დავრჩე ქვეყნად, თუ გინდ ცალადა!
არა უარგყო, არსად, აროდეს,
მესიოს მტერი, თუ გინდ ჯარადა!