ცამ ცრემლები ჩამოყარა,
დღემ ჩაიცვა ძაძები,
ტანჯვის ცეცხლი გიზგიზებდა,
"თქვენც დედების ნაშობნი ხართ",
გაისმოდა მუდარა,
"სიშიშვლით ნუ შეურაცხმყოფთ",
გადაფითრდა უცებ ზეცა,
ნაგვემ სხეულს მოჰკრა თვალი,
დედოფალი არ გმინავდა,
მკერდზე დუღდა შანთის კვალი...
აირია ყველაფერი,
მზე ღრუბლებმა დაფარა,
სევდის ფერად ფრიალებდა
ფრთხილად დაეშვა შავი ფარდები,
ცრემლმა მოიცვა მთელი სამყარო,
დედოფლის კართან მოდგა სიკვდილი,
სული სხეულთან უნდა გაყაროს.
მისი ფიქრები საქართველოა,
მაგრამ რა უყოს იმ ვრცელ ტრამალებს,
დღეს სამუდამოდ გამოეთხოვა,
მის გადარჩენას უფალს აბარებს.
ღრუბელ-ღრუბელ მიუყვება გზაწვრილს,
ანგელოზნი გზად უფენენ ღიმილს,
აღარ გოდებს დედა ქეთევანი,
ქრისტე ღმერთთან შესახვედრად მიდის.
კვლავ სამშობლოს გადარჩენას ითხოვს,
ევედრება უფალს ჩვეულ რიდით
და ყოველდღე სიყვარულით გვლოცავს,
ზეციური საქართველოს შვილი!