მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ქალს თუ დაპირდები

 

 

ქალს თუ დაპირდები, ბუდე აუშენე, ბუდე საიმედო გულში.
ქალს თუ დაპირდები, არსად მიატოვო, წამად გაუხადე წუთი!
ქალს თუ დაპირდები, მკერდზე მოითავსე, სუნთქვა შეიყვარე მისი,
მას თუ დაპირდები ფრთები მოაფარე ქალი თავნებაა ურჩი!


ქალს თუ დაპირდები ტყუილს ნუღა ეტყვი, ქალი ნაზია და ტკივა,
ქალს თუ დაპირდები თავი მოიკალი ოღონდ არ გატეხო სიტყვა!
მზერა დაადევნე მის სევდიან თვალებს, ცრემლი ამოუშრე კოცნით,
მიწა დააყენე თუნდაც თავდაყირა, ქალს ხომ სულ პატარა ყოფნის!


ქალი სათუთია და ყველაზე სუსტი, ღამით დაუდექი მთვარედ,
ქალმა თუ წავიდა მართალიც რომ იყო , მაინც უმისობა დაგლევს.
ქალს თუ დაპირდები, მთები რომ გადადგა, მაინც აუსრულე ნატვრა,
ქალს თუ დაპირდები თავიც რომ გაწირო,სიტყვა არ გატეხო არა!