მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პირი დახურე

 

 

პირი დახურე, ნუ მოყვები ყველგან ყველაფერს.
პირი დახურე, ვინც გიღიმის განა შენია.
ისეთი დროა, ვეღარ იტყვი ვერსად ვერაფერს,
კარგად თუ კი ხარ, შენთვის რთული განაჩენია.

შენ რომ გგონია საიდუმლოს უმხელ მეგობარს,
შენ რომ გგონია საახლობლოს ანდობ სიხარულს
- თურმე ამ დროში აღარა გაქვს არსად შენდობა,
შენვე იმზადებ ხვალისთვის ძლიერ სინანულს.

თურმე რამდენი ნიღბიანი დადის მალულად,
მოკეთედ ცნობადი, სიხარულის იყო მეწილე.
გულში კი ხინჯი შეპარვიათ ჩუმად, ფარულად
შურის და ბოღმის გამხდარანო თურმე მეწყვილე.

ნურსად მოყვები. სხვაა ხალხი. სხვაა დროება.
მოდი შეირგე, უფლის ნებით თუ გაქვს სიკეთე.
თორემ შეგრჩება ცარიელი ამაოება,
მერე დაჯექი და დარდისგან გული იხეთქე.

პირი დახურე, არ წამოგცდეს თუ გიხარია,
არვის უამბო სულში თუ კი ცეკვავს სიცოცხლე.
გულში დამალე, დღეს რომ შენთვის ზურგის ქარია,
არსად წამოგცდეს კარგად ვარო, შენთვის იცოდე!