მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

✍️ ...

 

მოთმინება

 

თუ გაქვს დიდი მოთმინება,
განსაცდელი მალე ქრება,
და სიმშვიდე დაგანახებს,
გული ცრემლებს როგორ ხვდება!..

 

სულსწრაფობით რა მოიგე,
ან რა ჯილდო მოგიტანა,
ერთადერთი რასაც მიხვდი,
დარდი გულში მოგიყვანა!..

 

რით გააქრობ სულში ქაოსს,
რით უწამლებ შენს ტკივილებს,
მოთმინება თუ არა გაქვს,
დრო გაგიქრობს შენს ღიმილებს!..

 

შორს წასულებს ნუღარ ელი,
უკან აღარ ბრუნდებიან,
სიტყვის თქმასაც აზრი არ აქვს,
დროსთან ერთად ხუნდებიან!..

 

წინ იარე მომავლისკენ,
და მიზნები დაისახე,
ვინმე თუ კი ხელს შეგიშლის,
იბრძოლე და გაიმარჯვე!..

 

ეცადე რომ არ შეგიპყროს,
წარსულ ფიქრთა მოზღვავებამ,
რადგან ტკბილი მოგონებით,
ცრემლმა იცის მოძალება!..

 

თუ ატირდი არაუშავს,
ესეც სულის ნაწილია,
სიმართლის თქმა არის ძნელი,
უარყოფა ადვილია!..