მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

მოკლე კაბა რად გაცვია?

 

თუ ქართველი ქალი ხარ და თუ ხარ ქალი მშვენიერი,
თუ სამშობლო მართლა გიყვარს და თუ გიყვარს შენი ერი,
თუ ნამუსი შეგინახავს და სინდისი გაგაჩნია,
მაშინ მითხარ, ჩემო კარგო, მოკლე კაბა რად გაცვია?

 

თუ სვანი ხარ, ლეჩხუმელი, იმერელი თუ კახელი,
გურული ხარ თუ ხევსური, რაჭველი თუ აჭარელი,
თუკი შენი კუთხე გიყვარს და თუ მისი შვილი გქვია,
მაშინ მითხარ, ჩემო კარგო, მოკლე კაბა რად გაცვია?

 

განა სადმე დაგინახავს ვარდი ეკალ-ჩამოყრილი,
ლურჯთვალება ნაზი ია შიშვლად ველზე აშოლტილი?
ანდა სადმე შეგხვედრია უფოთლებო აკაცია?
მაშინ მითხარ ჩემო კარგო,მოკლე კაბა რად გაცვია?

 

მოკლე კაბას ჩაიცმევდა ქალბატონი დიდებული?
თამარ-მეფე,შუშანიკი ან ქეთევან წამებული?
თუ წინაპრის სული გიყვარს და თუ მისი რამე გცხია,
მაშინ მითხარ,ჩემო კარგო,მოკლე კაბა რად გაცვია?

 

კაცის თვალი ოხერია, ქალის სხეულს ეძგერება,
მოკლე კაბა კი არ მოსწონს, შიშველ ფეხებს ეფერება.
თუ არა ხარ სულელი და ქარაფშუტა არა გქვია,
მაშინ მითხარ ჩემო კარგო, მოკლე კაბა რად გაცვია?

 

აბა ჰკითხეთ, რას იტყოდა მამაკაცი გულმოსული,
თავის დედა რომ ენახა მოკლე კაბით გამოსული?
შენ კი მითხარ, ჩემო კარგო, ვის გულსა და თვალს ახარებ?
უპატრონო თუ არა ხარ, მოკლე კაბას რად ატარებ?

 

არ შეგრცხვება მოკლე კაბით ღვთის ტაძარში შებიჯება?
ქართველი ხარ და არ გშვენის უცხოელთან შეჯიბრება.
თუ ჯვრითა ხარ მონათლული და მირონი შუბლზე გცხია,
მაშინ მითხარ,თუ ღმერთი გწამს, მოკლე კაბა რად გაცვია?

 

თუ არავინ გაწუხებს და თუ არვინ გენაღვლება,
თუ ნამუსი დაკარგე და სირცხვილი არ გეკარება,
თუ არასდროს წაგიკითხავს სახარება და ბიბლია,
გინდა მოკლე კაბა გეცვას, გინდ შიშველი გაგივლია.


გიორგი ფაჩუაშვილი.