პ ო ე ზ ი ა
მდიდარი და გლახაკი ლაზარე
გაქვავებულ გულის კარზე
ერთი კაცი აზარებს
მდიდარი კი სუფრას უზის
დიდებულად იმოსება
კაცს ჩამოჰგავს მადიანს,
დაწყლულებულ ლაზარესთან
მდიდარს ტანად ძოწეული
და ბისონი აცვია
ლაზარე კი უპოვარი
წუთისოფლის სიდუხჭირემ
ვერ წაართვა ღირსება,
მდიდარი კი სასუფეველს
მან ლაზარეს დაპურება
ერთხელაც არ ინება,
ლაზარეს კი ღვთის იმედად
ვიღაც სინდისს უფრთხილდება,
სხვები კიდევ - ყიდიან,
საბოლოოდ ორივენი
უპოვარმა ღმერთს მიაპყრო
მოთმინების თვალები,
არც მდიდარის განკითვისგან
დაიგროვა ვალები. (სულიერი ვალი)
ლაზარეს რომ ღია დახვდა
სასუფევლის კარები,
მდიდარ კაცმა ჯოჯოხეთში
ახლა თვითონ სამოთხის კარს
აკაკუნებს, აზარებს,
ევედრება რომ საშველად
ევედრება, თავს აცოდებს:
"შემიწყალე მამაო"
ახლა ვხვდები სიმდიდრეა
შვილო - ბოლოს დანანებით,
ამბობს მამამთავარი,
აქ ერთი რამ საკითხია
წუთისოფელს შენ მიიღე
თუ რამ იყო სიკეთე,
აქ კი ცრემლი გვიანია
ამას გარდა ჩვენ ორს შორის
დანახეთქი დიდია,
ჯოჯოხეთის და სამოთხის
ვერც მანდედან გადმოდიან,
ვერც აქედან მიდიან,
ახლა შენ მანდ იტანჯები,
სასუფევლის გასაღები
არჩევანზე კიდია
და ვინც გლახაკს შეიყვარებს
სამოთხეში მიდიან.
გორის მაცხოვრის ფერისცვალების ტაძრის წინამძღვარი