|
ხიდის ძირში მიწოლილი,
ვნახე ერთი მათხოვარი.
ეცვა ძველი ტანსაცმელი-
სხვისი ნაცვამ-ნათხოვარი.... .
არ ვიცოდი მისი გვარი,
არც ერი და არც- სახელი....
გამვლელები ბუზღუნებდნენ:
საზიზღარი, საძაგელი.....
ახალგაზრდა იყო სრულად,
წვერი შავი, გაბურძგნული...
სისხლი გამეყინა ძარღვში,
დამეტანჯა ცოდვით გული.
მათხოვრის ქუდს, მთლად ცარიელს,
თვალი ვკიდე, შემებრალა.
რადგან ახალგაზრდა იყო,
მიტომ არვინ შეიბრალა...
თავჩაქინდრულს შევუძახე:
შვილო, თავი მაღლა ასწი!
ახალგაზრდა იყო სრულად,
ოცდაათის, ალბათ, არცკი!
დაეჯაბნა წუთისოფელს,
სევდით სავსე ჰქონდა გული.
თვალში სხივი ჩაქრობოდა,
სულში- რწმენა, სიხარული!
შევეშველე ადგომაში,
ცრემლით ჰქონდა სავსე სახე...
წუთისოფელს გაეთელა,
გადაეწნა მწარედ სახრე...
მეგობარი მყავს მე ერთი,
ზნეობით და სულით წმინდა.
დავურეკე: - მომეშველე,
შენი დახმარება მინდა!
არ დამზარდა, აქეთ- იქით,
შევუდექით, წავიყვანეთ.
ყველა ბნელი მოგონება,
თანაგრძნობით ჩამოვბანეთ!
დღეს კაცია, თუმცა, იყო
ბეჩავი და ნაკაცარი.
კიდევ კარგი, მათხოვარში,
ახალგაზრდა შევიცანი...
არ დავტოვე ღვთის ამარა,
გავუწოდე ბეჩავს ხელი.
მეც სხვასავით არ ვიძახე:
საცოდავი, საძაგელი.
ჩვენ არ ვიცით, რას გვიმზადებს,
ეს ცხოვრება, კაცის მტერი.
სული- ვარდად ავაყვავოთ,
გულს- არ მივაკაროთ მტვერი!
გავუწოდოთ ჩაჩოქებულს,
მეგობრულად, ხელი, გული.
ცხოვრებისგან დაჩოქებულს,
ვაგრძნობინოთ სიყვარული.
ვინ რა ვიცით, წინ რა გველის:
ფართო გზა თუ შარა-წვრილი...
ცოტა თუ გვაქვს, სხვასაც ვარგოთ,
ნუ გვექნება გული, გრილი...
დაცემულში დავინახოთ:
შვილი, ძმა და მეგობარი.
ყველას კი არ შეუძლია,
იყოს ბედთან მეომარი!
იზოლდა იოსებიანი
3 ივნისი, 2021 წელი.
|
|