მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

გია კირკიტაძე
კაცი მაშინ ხარ საქები

 

 

კაცი მაშინ ხარ საქები,
როცა გულში გაქვს ტაძარი,
სულით სიყვარულს ატარებ
და არხარ ამპარტავანი.

არასდროს არ მიატოვებ
გასაჭირში მყოფ კაცსაო,
არასდროს არ გადაუხვევ
ჭეშმარიტების გზასაო.

მუდამ უფლის გზას გაჰყვები,
ჩვენი მოდგმისა კვალსაო,
ვერავინ ვერ შეურაცხყოფს
ღვთისგან ნაბოძებ მრწამსაო.

ესაა ჩვენი ქვეყანა -
უფრთხილდეთ ქრისტეს კვართსაო,
განა ასეთი წალკოტი
ტყუილად აკურთხეს ცასაო?


01.08.2022.