მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

იქნება ვცდები...

 

,
აღარ გჭირდებათ ეკლესია, უკვე გაბრწყინდით,
უზიარებლად არსებობას ვეღარ განიცდით,
უმადურებო, აბა ნახეთ, რამდენს გაივლით,

გლახაკებივით, მალე ხელებს ღვთისკენ გაიწვდით.

 

ახლა დრო არ გაქვთ, მაგრამ მერე დიდხანს დაიცდით,
კოვიდის შიშით დალაგებულ ნერვებს აიშლით,
რა დაგემართათ, უგუნურნო, აბა დაფიქრდით,

ადამიანებს აღარ გავხართ, თითქმის გაგიჟდით.

 

ხომ მართალს ვამბობ? შეგამჩნიეთ როგორ გაფითრდით,
ქრისტე მაცხოვარს, გაიხსენეთ, როდის დაცილდით,
ასე ხო მალე სამარესაც თავად გაითხრით,
იქნება ვცდები, მიპასუხეთ, რა გჭირთ, არ იცით?

 

მამა კოზმა კაპანაძე