|
საფქვავის ქვა უხმაუროდ, თუ ცალ-ცალკე აგდია..
აბა მითხართ მის სიდიდეს, ჩვენთვის რაღა ფასი აქვს..
თუ ხორბალი ვეღარ დაფქვა, ეს რაც მისი საქმეა..
რაც არ უნდა ალამაზო, თავზე ასხა "ლაქია".
ის დარჩება მხოლოდ ქვა და უსარგებლო ბაქია..
ასე არის ცოლ-ქმრის კერაც, თუ სულ ერთად არიან..
იმ პრობლემებს რაც გზად ხვდებათ, სულ ერთ წუთში დაშლიან..
ორ თავსა და ორ მხრის ძალას, იცით ხალხო რა ქვია?..
გვირგვინები ერთ უღლის ქვეშ, ზედ რომ ჯვარი აკვრია..
ნუ მოვიმტვრევთ ერთ მხარს ძალით, ისევ ჩვენი ნაკლია..
მაგ დროს ჩვენს თავს თავმომწონეს, ეჰ სიმდაბლე აკლია..
რაც არ უნდა ვიფხაკუროთ, შევწვდეთ "მუხას ასს წლიანს"..
ნაყოფს ის ხე ვერ მოისხავს, "ღორებს რომ ზრდის ჯაგრიანს"..
ცალკე მდგომი მოღალატე, ბოლოს მარტო "აგდია"..
იმ ქვებივით წისქვილთან რომ საცოდავად აწყვია..
უღელიც და ქვის წისქვილიც ნაბოძები მადლია..
მას ჭირდება გაფრთხილება კაცია თუ ქალია..
უამისოდ ვერ ვიხილავთ სადაც უფლის სახლია. |
|