მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

✍️ ...

 

ეგ მიწის ნაჭერი

 

ეგ მიწის ნაჭერი, შენ რომ შემოღობე,
ახლა რომ აღმართის ძალით მოხნულია,
ჩემი საძვალეა, ჩემი ქვეყნის უბე
ჩემი წინაპრების სისხლით მორწყულია!

 

შენ არ გილოცია და გიშენებია,
არ გამოგიჭრია, მაგ კლდეში ტაძარი,
იმას მედავები რაც იცი ჩემია,
ვერასდროს გახდება შენი და არც არი!

 

შენთვის მიწაა და ჩემთვის წარსულია
თუნდაც არ ყვაოდეს სამოთხის ბაღნარი,
ნუ მიგაქვს, რაც ჩემთვის გული და სულია,
შენი არც ყოფილა და შენი არც არი!

 

თუ დაფიქრებულხარ, რა ღირს მეგობრობა?
ანდა გამართულად ნათქვამი სალამი?!
თუკი რამეს ნიშნავს შენთვის მეზობლობა,
დღესვე ჩამოხსენი გარეჯზე ალამი!

 

ეგ მიწის ნაჭერი შენ რომ მიითვისე
სადაც ჩემს წინაპარს ქართულად უვლია,
გესმოდეს! გახსოვდეს და გაითავისე!
ჩემი წინაპრების სიხლით მორწყულია!