|
მე აღსარება მსურს გითხრათ ერთი,
ნეტავი ახლა მისმენდეს ღმერთი.
მაქვს უამრავი დანაშაული,
მინდა თუ არა, გვერდს ვერ ავუვლი.
უპირველესად ცოდვა მაქვს დედის,
აი მიზეზი ცრემლის და სევდის.
ვერ მოვეფერე როცა დაბერდა,
როცა მიცდიდა ღია სარკმელთან.
გათენებამდე ტანჯვით მელოდა,
ლოდინი გახდა მისი ხელობა.
მე სხვაგან ლაღი და სიტყვაუხვი,
დედასთან ვიყავ უტყვი და ძუნწი.
იშიმშილა და იტანჯა ჩემთვის,
გასამართლებლად აბა რა მეთქმის,
მონანიება შორი გზით მოდის,
ყველაფრისათვის მოვიხდი ბოდიშს!
მაგრამ, ვაი რომ არის გვიანი,
რა მწარედ ცდება ადამიანი.
აი, ამიტომ მოგმართავთ ყველას
სანამ დრო არის ეფერეთ დედას!
მაგრამ, თუ უკვე ცოცხალი არ გყავთ,
იქ რომ დაადგეს სხივი ნათელი,
ნუ დაიზარებთ მშობელ დედისთვის,
დაანთეთ თუნდაც ერთი სანთელი
|
|