ბევრი დამისხით! დღეს სურვილი მაქვს სიმთვრალით მოვკვდე,
სიყვარულისთვის წამებული ტოტივით მოვტყდე!
გემივით ისე ჩავიძირო გრძნობის ზღვის ფსკერზე
საუკუნეთა განვლის შემდეგაც ლექსი თქვან ჩემზე!
კიდევ დამისხით, - ხომ შეხედეთ მაინც ვერ ვთვრები...
ეს სადღეგრძელო მინდა შევსვა ვაზის ცრემლებით,
გულით გისურვებთ, - სიყვარულის ერთი გზით გევლოთ
და თუ დაგჭირდათ ჩემი სიცოცხლე თქვენ შემოგევლოთ!
ეხლაც დამისხით! - დამაძალეთ! - სევდის დამისხით!
თუ ვერ გამიგეთ, - მაპატიეთ დღეს ვერ აგიხსნით... 🍷 |