|
დაიწყე? - რახან დაიწყე,
ბოლომდე უნდა გახვიდე,
თოკი ცხრაჯერ რომ ჩაგიწყდეს,
მეათედ უნდა ახვიდე.
ჩანაცრდი? - უნდა აალდე,
არ იცნობ? - უნდა გაიცნო,
ჭირია? - უნდა გამაგრდე,
გტკივა და უნდა გაუძლო.
დაეცი? - უნდა წამოდგე,
დამარცადი? - უნდა იბრძოლო,
გაჭირდა? - უნდა გამოდგე,
მოკვდე და მკვდარმაც იცოცხლო!
|
|