მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

დაიღალა ალბათ ღმერთი...

 

,,დაიღალა ალბათ ღმერთი...
დედამიწა დაასვენა.
დრო კი არა, გარყვნილება,

ბოროტება გააჩერა.

 

გუგუნებდა რესტორნები,
ლოცვის ხმასაც კი ახშობდა,
გაჭირვებას ვწუწუნებდით,

მაინც ყველა ქეიფობდა.

 

კიდევ მოგვცა ალბათ შანსი,
ალბათ წარღვნას აგვარიდა,
ჩვენი სულის ცხონებისთვის

- განსაცდელით დაგვარიგა...

 

რა დავკარგეთ, რას მოვიხვეჭთ?
ფულის გამო გვაქვს ბნელეთი..
დედამიწა დაასვენა,

დაიღალა ალბათ ღმერთი! ''

 

თ. ბუზარიაშვილი