ფარღალალა ქოხის პატრონს ჰარალალე ერქვა
და ცხოვრების საყვედური არასოდეს ეთქვა.
მეფისთვის თუ მათხოვრისთვის კოცნა ჰქონდა ძმური.
არასოდეს არავისი არა ჰქონდა შური.
ისე, როგორც საკუთარი, სწყინდა სხვისი წყენა.
და უზომოდ ახარებდა სხვისი აღმაფრენა.
დასცინოდნენ ნაცნობები, რა გახარებს, ბრიყვო?!
ის კი მათ ყურს არ უდგებდა, ბედნიერი იყო!
გ. პეტრიაშვილი