მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

გიორგი ჭინჭარაული
არ გინდოდა რძე და ყველი

 

 

ვეუბნებოდი მამაჩემს,
ჯობდა გვემწყემსა ნახირი,
განა ტყუილა ვიძახდი,
განა ტყუილა ავხირდი?!

არ გვაკლდა რძე და მაწონი,
არც ყველი იყო საწუნი,
კარაქიც ბლომად გვქონდა და
ერბოც - ქილებში ნაწური...

არ დამიჯერა უფროსმა,
დრო არა მაქვსო ამათი,
ვერ გავუბედე დიდ კაცსა,
პატარა კაცმა, კამათი...

ჯერ გაიყიდა ფერდედო,
მერე ჭრელა და წიქარა,
ვერ მიხვდა მამა ბატონი,
ამით თუ რამე "მიქარა"...

ფულს რძე და ყველზე იზოგავს,
ბალახის თიბვა არ უწევს,
"სოფლის ნობათს" და "სანტინოს"
კარგ რეკლამასაც გაუწევს.

და უცებ უბედურების
ზარმა ჩამოკრა ქალაქში,
ვინც გაიგო და შეიგრძნო,
დამეთანხმება ამაში...

ვეღარ ვყიდულობთ რძეს და ყველს,
აღარ ვიყენებთ აქციებს,
ჯანმრთელად გაზრდილი ხალხი,
სკინტლიჭამიად გვაქციეს...

ახლა მამაჩემს მივმართავ!
მინდა მალევე გაიგოს!
დაშლილი ძროხის სადგომი,
მსურს, რომ უმალვე აიგოს!

ყველა სოფლის რძეს დაეძებს,
ყველას მოუნდა კარაქი,
ძროხა გახდება ბიზნესი,
შინ შემომტანი ბარაქის...

იცოდეთ, დროს ვერ დავკარგავ
ტირილში, დარდში, ოხვრაში,
გავცვლი ჩემს ლექსუსს ახლავე,
ორ ჯანმრთელ, მეწველ ძროხაში.