მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

ამ ოჯახში მტრედი ბუდეს იკეთებს

 

 

ამ ოჯახში მტრედი ბუდეს იკეთებს
ჩვენი გულიც სიხარულით სავსეა
ღმერთმა მისცეს ახალ ოჯახს სიკეთე
დაგელოცოთ ნეფე პატარძალია

გიდღეგრძელოთ თქვენ ორივეს მშობლები
ტკბილი დედა და აღმშენი მამაო
გიდღეგრძელოთ ვინც აკვანი დაგირწათ
და ვინც გითხრათ ტკბილი იავნანაო

ნათლიებსაც გაუმარჯოს ლხინითა
სავსე გულით წრფელი სიყვარულითა
მტრის ჯინაზე გაამრავლეთ შვილები
მათთან ერთად დაგვიბერდით ლხინითა