ყურძნის მტევანი, ქვევრში ნაწური, განა სუყველა სანუკვარია?!
ზოგი ღვინოა საუკეთესო, ზოგი მთხლეა და ზოგი ძმარია;
ასეა, თურმე, ადამიანიც, ზოგი მზესა გავს,ზოგი სამარეს,
ზოგი გაგითბობს გულს და სიცოცხლეს, ზოგი კი ცოცხლად დაგასამარებს.