მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

ღარიბი და მდიდარი

 

ქუჩას მდიდარმა ჩამოუარა,
იჯდა ღარიბი, ნაცნობი ძველი,
მდიდარმა ნაგვით სავსე კალათა
მიართვა ღარიბს, ისე ვით ძღვენი.

 

არ შეიმჩნია ღარიბმა ეს და
ამ ნაგვით ხელში სახლში წავიდა
და მეორე დღეს კალათი „ძღვენის“
ვეღარ იტევდა სურნელს ყვავილთა.

 

ჩამოიარა ისევ მდიდარმა,
ახლა ღარიბმა უბოძა ძღვენი
და ყვავილებით სავსე კალათით,
დაასაჩუქრა ნაცნობი ძველი.

 

გაოგნებული დარჩა მდიდარი
და ღარიბს ჰკითხა - რად ქენი ესო?
მან კი მიუგო – ჩემო ბატონო,
ვის სულშიც რა აქვს იმას გასცემსო.