ლექსები
როცა გისმენს ნორჩი
რიჟა ბაზარს მორჩი
***
რაც ქალაქში იმიჯია
სათითაოდ მიმიჯვია
***
კაცს სჭირდება სამსახური
როგორც ბორჯომს თავსახური
***
თქვენ არ დაარქვათ პოეტს ტიტანი
ის არც არწივს გავს ღრუბლებში აჭრილს
პოეტი არის სუფრის მიმტანი
პასუხს ვინც აგებს ხარისხზე საჭმლის
ნუ ფიქრობთ საქმეს აკეთებს ადვილს
წმენდავს რა ენით უსუფთაობებს
და მომავლისთვის უმზადებს სადილს
გასანათლებლად ახალ თაობებს
***
თავზე დაყრა პუდრის
თოვლის მოსვლას უდრის
***
თუ არ გივარგა კვერცხები
მტერთან ბრძოლაში შერცხვები
***
მოტყუებას მოითხოვენ მასები
მართლის მთქმელი ძმასაც არ ევასები
***
მივდივარ ტყეში, შემხვდა ლომი,
ავხტი ფეხზე მიკბინა ფეხზე.
ვაიმე მაზოლი!
გამარჯობა ანზორი...
***
პოეტი ხარ დღეს შენ რადგან
დრო იცვლება გენაცვალე
თორემ უკვე ის დღე დადგა
დაგენძრევა გენაცვალე
***
არა მქონდა თავი კიდე
მოკლედ ასე დავიკიდე
არჩევანი დიდია დიდია
ყველაფერი მკიდია მკიდია
***
თუ არ ნაგლობ როგორც ტანკი
მაყუთს აღარ გაძლევს ბანკი
***
რა ეშველება მაგ შენ ტაკუნებს,
როცა სიბერე მოგიკაკუნებსო!
სინანული როცა იგრძნო დავითმა
ბულბულივით წამოიწყო გალობა
რუსთაველმა მთელი წიგნი გარითმა
რომ თამარის გადმოეცა ქალობა
რამდენს ლექსი აწერინა შიმშილმა
გაჭირვებამ სიტყვა შობა ფრთიანი
განა ასე დავით გურამიშვილმა
არ დაწერა თავის დავითიანი
სიკვდილმაც გზა რამდენ პოეტს აჩვენა
თეთრ ფურცელზე აღვრევინა მელანი
ტატომაც ხომ შიშით გამოაჭენა
პროზის ცაზე პოეზიის მერანი
მე კი როგორც ძველთაძველი სატირი
ჩემ საკუთარ სისულელეს დავსტირი
***
ვინ იცის სევდას დაატარებს რამხელას გული,
ან შხამით სავსე ფიალები რამდენი შევსვი,
და დავიამო რომ როგორმე ტანჯული სული,
ამ ყველაფერზე გადავწყვიტე დავწერო ლექსი
***
ვინ იცის სევდას დაატარებს რამხელას გული,
ან შხამით სავსე ფიალები რამდენი შევსვი,
და დავიამო რომ როგორმე ტანჯული სული,
ამ ყველაფერზე გადავწყვიტე დავწერო ლექსი
***
დელია და ოდელია
საქართველოს მოდელია
***
მიკვირს აფხაზეთს გრუზია
რა მაგრა წაუკუზია
***
დამწიფდი და გაიზარდე კანაფო
თავთავები გაიკეთე გამაღლდი
რომ პირველი ყინვის მერე გაგკაფო
და საწერად გავიმზადო ქაღალდი
***
ღმერთმა ნუ ქნას ყოფნა უემოციოთ
საღამომდე დრო ხომ უნდა გავწელოთ
არ ჯობია გემრიელად მოვწიოთ
და რაიმე დავხატოთ ან დავწეროთ
***
ბნელ ძალებზე სიტყვით მიწევს შეტევა
სანამ მთვარე შევა სულ სხვა ფაზაში
რომ იცოდეთ რამდენი რამ ეტევა
ერთ უეცრად წამონასროლ ფრაზაში
***
ქართველი არის ის ერი
ვინც მოიტეხა კისერი
ვერ მოიშალა ქაჯობა
კრინტიც ვერ შეძლო დაეძრა
თან შიმშილს ვეღარ აჯობა
და ამიტომაც დაენძრა
***
ვაიმე დევეცი
ჩემს დედას შევეცი
***
კოტე მაგარი კაცია,
არ უყვარს მასტურბაცია,
არც აცხელა,არც აცია,
გამოაყლევა ნაცია...
***
to ვერ კაიფობ
to ვერ ათავებ
to ვერ თხოვდები
why შენს პატრონს.
***
საქართველო სოფელია დიდი
ხიდან ხეზე გადაფრინდა ჩიტი.
***
ვისაც არა აქვს ნოკია,
მაგარი ადინოკია
***
თქვენი ქსელი
ჯეოსელი
***
რასაც არ აქვს ზემოქმედება
არ არის შემოქმედება
***
რადგანაც ვთარგმნეთ მარქსი მალულად,
მიტომ დაგვენძრა მაქსიმალურად
***
რათ გინდა მეტი ეგზოტიკა
როცა გვერდში გყავს კოტიკა
***
ყველაზე დიდი ნაკლია
კაცს რომ ზრდილობა აკლია
***
არა სუბოტექსს!
კაიფი-მაგრად ტეხს!
***
ას გიგას და ას ლანას
მირჩევნია ასლანა.
***
ნეტავ იცოდეთ რა მომივიდა,
თავზე ჟირაფი ამომივიდა
***
სასწრაფოთ გვინდა აქანა
დიდი ნაგვის მანქანა |