მთავარი ლოცვანი ფსალმუნნი ახალი აღთქმა ძველი აღთქმა დაუჯდომლები პარაკლისები განმარტებები სხვადასხვა თემები წიგნის შესახებ

პ ო ე ზ ი ა

 

გამარჯობა ღმერთო

 

გამარჯობა ღმერთო, ვიცი ჩემში გიჭირს,
მაპატიე ცოდვილს, ყოველი დღე მიმძიმს,
გამეპარა წლები, დრო ქარივით მიქრის,
არა მტოვებ მარტოს, თუ კარგად ვარ გილხინს.

სულ მადლობას გწირავ, ვერ შეგკადრებ ჩივილს,
როცა ვიღიმები, მაშინ სული ტირის,
ძველი კაცი მებრძვის, ძარღვში სისხლი ყივის,
მეშინია ბეჩავს სამართლიან რისხვის.

დავიღალე დარდით, მარტო დავრჩი თითქმის,
გავზარმაცდი, ვატყობ, ნუთუ მე ვარ, მიკვირს,
შეილახა ხატი, აჩრდილი ვარ ჩრდილის,
ჩუმად მიყვარს ყოფნა, ასე სევდამ იცის.

იმედი მაქვს ხვალის, ქრისტეს ტკბილი მირქმის,
არ გამწირავ უძღებს, გჯერა შენი შვილის,
ვერ გავხდები ლუკმა სატანური კბილის,
შემიწყალე ღმერთო, ეს ლოცვაა მწირის.

მამა გიორგი თევდროაშვილი
27.10.2019