უშენოდ ყოფნა მეშინის·
ვკოცნი შენს წმიდა ჭრილობას.
მეამაყება მე შენი
ლამაზო დედა–შვილობა.
შენი ცისკრების ჭირიმე,
ღვთის წინ მავალო მართლადა,
როს დამიდგება ჯერი მე,
დაგადნე წმიდა სანთლადა.
სიცოცხლე შენით იწყება,
თვით უკვდავებაც შენა
ხარ, -
სიკვდილის გადავიწყებავ,
ღვთივკურთხეულო ვენახო.
იკურთხოს შენი ცა-მიწა
ყველა ყვავილი, ყველა ხე...
ცრემლი გაშოროს უფალმა.
სულ სიხარულში გვენახე.
I978 წ.