მაცხოვრის კვერთხის მპყრობელი ხელთა,
შეჭიდებული უხალავ მტერთან,
სიმხნით და ღვაწლით აღურიცხველთა,
ცად მიმართ უძღვი ცხოვართა შვნთა
აყვავებული სანთლები ხატთან
სიკეთის დღეთა იყვნენ მაცნენი, –
სიწმინდის მადლად და სასწაულად
მშობელთა ლოცვით აღმონაცენნი.
იმედმოსხმულან შენი დღევბი
სიხარულს ყოველს რომ ·უწილადებ,
შენი ფიქრია შენი მამული
სამარადისო ნათლით ბრწყინავდეს,
თუ საქართვვლო წმიდა ჯვარია, -
ნატრობ, – სამოთხის კართან იყოსო...
შენი სიცოცხლე ერს უხარია,
მრავალჟამიერ კათალიკოსო!...
ლექსი დაწერილია ექსპრომტად
უწმიდესის აღსაყდრების წლისთავზე
გამართულ საზეიშო საღამოზე,
25.12.1978